28 ქულა - შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ წინხაზელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მან სტუმრად „გიპუსკოასთან” 28 ქულა ჩააგდო. თუმცა 216 სმ სიმაღლის ცენტრს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და „ტენერიფე“ მოულოდნელად დამარცხდა – 87:89.
კუნძულელთა წაგება მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ მეტოქე ბოლოადგილოსანი გუნდი გახლდაღ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა. „ტენერიფე“ კი „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ტოლ-სწორად იბრძვის და „გიპუსკოასთან“ თამაშამდე 14 მოგების წილ მხოლოდ 3 წაგება ჰქონდა.
გიორგი შერმადინის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 31 წუთი, 28 ქულა (15/13 ორქულიანი, 3/2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი.
„ტენერიფეს“ ვიცე-ბომბარდირი 14 ქულით ფიტიბალდო გახდა.
შერმადინის გუნდს მომდევნო მატჩი 16 იანვარს ისევ ესპანეთის ჩემპიონატში ელის, მისი მეტოქე ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ იქნება. თავის მხრივ, კანარელებმა მე-18 ტურში „ხუვენტუდი“ 96:85 დაამარცხეს. ბექას არ უთამაშია.