საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. 2018 წლის პირველ მატჩში “ბორჯღალოსნები” ბელგიას, ქუთაისში, “აია არენაზე” უმასპინძლებენ. 23 კაციანი შემადგენლობა მატჩამდე 48 საათით ადრე გახდება ცნობილი.
გაფართოებულ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და გურამ შენგელია (გორის ჯიქი).
შემადგენლობაში მოხვედრილი მორაგბეებიდან 11 “დიდი ათის” წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენები კი ლეგიონერები არიან. გუნდს ტრავმის გამო ლაშა ტაბიძე, სოსო მათიაშვილი და მერაბ შარიქაძე გამოაკლდებიან.
“ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი:
მერაბ კვირიკაშვილი, სანდრო თოდუა. ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე
შერკინება:
მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, თორნიკე მატარაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, გურამ შენგელია
ფოტო: გელა ბედიანაშვილი