27:0 - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია დაამარცხეს და კვლავ ევროპის ჩემპიონები არიან [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი პორტუგალიას დაუპირისპირდა და სრული უპირატესობით გაიმარჯვა – 27:0.
ამგვარად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ისე დაიცვეს, რომ არც ლელო და არც ჯარიმა არ გაუშვიათ.
ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებს შეერკინაა და მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლია – 37:3, პორტუგალიელებმა კი ფინალში გასასვლელად მეზობელი ესპანელები 31:12 დაამარცხეს.