26-დან 28 თებერვლის ჩათვლით, კიევი ჭიდაობაში რიგით XXIV საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
უკრაინის დედაქალაქში 33 ქვეყნის ეროვნული გუნდი შეიკრიბება.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, შედარებით მოკრძალებულად იქნებიან წარმოდგენილები ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრები:
55 კგ – ნუგზარ წურწუმია, რამაზ სილაგავა
60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი, დათო ჩხარტიშვილი, ამირან შავაძე, გიზო მელაძე
63 კგ – ლერი აბულაძე, ლევან ქავჟარაძე
67 კგ – რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, ჯონი ხეცურიანი
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე
77 კგ – გელა ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი, საჩინო დავითაია
82 კგ – აივენგო რიკაძე, დემურ ქავთარაძე
87 კგ – თორნიკე ძამაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე
97 კგ – გიორგი მელია, ირაკლი ქაჯაია, რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ – იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე, ლევან არაბული
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ნაკრები:
57 კგ – ოთარ გოგავა, რობერტ დინგაშვილი
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი, თორნიკე ქათამაძე
65 კგ – შმაგი თოდუა, გიორგი ჭოლაძე, შოთა ფარტენაძე
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი, მირზა სხულუხია
74 კგ – გიორგი სულავა, თემურ ბერუაშვილი
79 კგ – ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, ევსემ შველიძე
86 კგ – საბა ჩიხრაძე
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე, ზურიკო ურთაშვილი
125 კგ – გივი მაჭარაშვილი
26 თებერვალს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 72, 82, 97 კგ. ხოლო თავისუფალი სტილით 57, 65, 74, 86, 97 კგ. წონითი კატეგორიის ფალავნები გამართავენ.