25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ დიეგო მარადონა მისი მამაა
25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ დიეგო მარადონა მისი მამაა

არგენტინის ქალთა ჩემპიონატში მოთამაშე 25 წლის ფეხბურთელმა ევგენია ლაპროვიტოლამ განაცხადა, რომ ის ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას უკანონო შვილია.

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ინფორმაციით, გოგონამ სასამართლოს მიმართა მამობის აღიარების მიზნით. ამასთან, მარადონას მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე აცნობეს ლაპროვიტოლას სურვილის შესახებ.

ფეხბურთელი აცხადებს, რომ ლეგენდარული მამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც პირველად შეხვდა მშობელ დედას. მანამდე, გოგონა ცხოვრობდა ოჯახში, რომელსაც ის ნაშვილები ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.