25 ქულა, 10 მოხსნა - შერმადინმა ესპანეთის ლიგაში სეზონის საუკეთესო მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT

2020-21 წლების სეზონის ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ახალ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. მან „გრან კანარიასთან“ 25 ქულას 10 მოხსნა მიამატა. ქართველი ცენტრის ეფექტური თამაშის წყალობით „ტენერიფემ“ „გრან კანარია“ 98:89 დაამარცხა.

შერმადინის სრული სტატისტიკა: 25 წუთი, 25 ქულა (7/7 ორქულიანი, 13-დან 11 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. მატჩი ორი ჯარიმით დაასრულა, მასზე კი წესები 10-ჯერ დაარღვიეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41-ს მიაღწია.

ესპანურ კარიერაში მისი ყველაზე მაღალი მქკ 42 იყო (2020 წელს). სხვათა შორის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი მაშინაც „გრან კანარიასთან“ მატჩში ჰქონდა.

„ტენერიფეს“ 8 მოგება, 3 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა.