გიორგი ჩაკვეტაძე „ვალენსიას“ სამიზნეშია – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ქართველ შემტევით ცნობილი ესპანური კლუბის დაინტერესებაზე ინფორმაციას გამოცემა todofichajes ავრცელებს.
„ვალენსია“ უკვე იწყებს მუშაობას, რათა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში გაძლიერდეს. „ვალენსიაში“ სურთ ისეთი გუნდი, რომელიც აიძულებს გულშემატკივრებს დაივიწყონ წლევანდელი წარუმატებელი სტარტი“ – წერს გამოცემა.
TodoFichajes – ის ინფორმაციის თანახმად, ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება „ვალენსიის“ დღის წესრიგშია – „ფეხბურთელი ბელგიური „გენტის“ ლიდერი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ის მხოლოდ 20 წლისაა და ძველ კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევა“.
ესპანური გამოცემის ცნობით, „გენტმა“ ქართველის სანაცვლოდ ტრანსფერის ღირებულება დაასახელა: „მოლაპარაკება უკვე იყო და „ვალენსიამ“ სცადა „გენტთან“ ჩაკვეტაძის გამოსყიდვაზე დალაპარაკება. ბელგიური კლუბი მოთამაშის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს“.