23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT
23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტრატს აიღებს 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი. ტურნირი პირველიდან შვიდი ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

დღეიდან ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ. თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში. 19:00 საათზე კი ამ წონებში ფინალისტები გამოვლინდებიან.

საქართველოს სახელით, დღეს მსოფლიო პირველობაზე იჭიდავებენ: გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).

დატოვე კომენტარი