23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT
23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

საქართველოს სახელით მედლებისთვის იბრძოლებენ:

55 კგ – გიორგი თოხაძე

63 კგ – გიორგი შოთაძე

77 კგ – ხვიჩა ანანიძე

87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე

130 კგ – გიორგი ცოფურაშვილი

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30-ზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე.

გუშინ მსოფლიო პირველობაზე წარმატებულად იასპარეზა რომეო ბერიძემ (60 კგ) და ფინალურ ბლოკში გადავიდა. ქართველმა სამი შეხვედრა მოიგო და 28 ოქტომბერს ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ანვარ ალახიაროვს შეხვდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.