23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი ეტაპისa და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრი იასპარეზებს:
ფირუზ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალური დაპირისპირებები კი 19:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში დღეს ლერი აბულაძე (63კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში იგი თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე მესამე ადგილის შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს ნიკოლოზ ჭიკაიძე. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.