23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბელგრადში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრის ბოლო დღეს ქართველმა თემურ ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში მან მოლდოველი ვასილ დიაკონი დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
მსოფლიო პირველობაზე ათი გამომსვლელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენიდან საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რაც ტურნირზე უდავოდ წარუმატებელი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ბელგრადში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ბერძნულ-რომაულით სტლით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან კარგად იასპარეზეს ჩვენი ნაკრების წევრებმა. ოქროს მედლები ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ფრიდონ აბულაძე გახდა.