23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი | ბერუაშვილი ნახევარფინალშია, მამიაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი | ბერუაშვილი ნახევარფინალშია, მამიაური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გოგა მამიაური (79კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს დარჩენილი ხუთი წონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ხალიჩაზე თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), თემურ ბერუაშვილი (74 კგ), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), ლუკა ხუჭუა (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გამოდნენ, რომელთაგანაც თემურ ბერუაშვილმა წარმატებით იჭიდავა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.