23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
11-13 მარტს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები შეჯიბრებაში შემდეგი შემადგენლობით გამოვა:
გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), რამაზ თურმანიძე (61 კგ), გია უღრელიძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), ოთარ ბაგაური (74 კგ), ევსემ შველიძე (79 კგ), ბაგრატ გაგნიძე (86 კგ), დავით კოღუაშვილი (92 კგ), რივერი მწითური (97 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში ფინალში იასპარეზეს. მედლების საერთო მონაგარიც ძალიან შთამბეჭდავია: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაო – გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოაგროვა და 27 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ თურქეთის ეროვნულ გუნდს.