23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ათი ქართველი გამოვა #1TVSPORT
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ათი ქართველი გამოვა #1TVSPORT

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:

-81 ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი

-90 ნიკა ხარაზიშვილი

-100 ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი

+100 გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

-70 მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

+78 სოფიო სომხიშვილი. 6 ნოემბერი: ქალები -70კგ, -78კგ, +78კგ. მამაკაცები -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ.

წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება,ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მოპოვებული მედალია – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.