23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა ფალავანმა წინასწარი ეტაპის შეხვედრები გამართა.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, საიდანაც ორი მათგანი აივენგო რიკაძე და გიორგი ქაცანაშვილი დღეს ნახევარფინალში იასაპრეზებენ. შეხვედრები 18.45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ) ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით (8-0) მოუგო სომეხ ტადევოსიანს და დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს კომაროვს შეხვდება.

ლერი აბულაძე (63 კგ) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.