23 ოქტომბრიდან ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს
23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ბათუმი ჭადრაკში ევროპის XXII ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქ, როგორც ვაჟ ასევე ქალთა შორის პირველობისთვის ევროპის 40 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იბრძოლებს. ასპარეზობა შვეიცარული სისიტემით 9 ტურად გაიმართება.
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ქალთა სამი და ვაჟთა ორი გუნდი დაიცავს.
საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდის ღირსებას:-ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია დაიცავენ. ვაჟთა პირველ გუნდში კი ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე და გიგა ყუფარაძე ითამაშებენ.
23 ოქტომბერს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ევროპის XXII ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია 20 საათზე გაიმართება.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები 24 ოქტომბერს 15 საათზე დაიწყება.
პირველი არხი ევროპის გუნდური ჩემპიონატის საინფორმაციო მხარდამჭერია.