ზუსტად 21 წლის წინ, 1997 წლის 24 ნოემბერს, „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდამ, მაიკლ ჯორდანმა დახუჭული თვალებით ჩააგდო საჯარიმო.
ეს „დენვერ ნაგეტსთან“ გასვლით მატჩში მოხდა. თამაშის დასრულებამდე ხუთი წამი რჩებოდა და მაიკლმა ეს ტყორცნა მეტოქის ცენტრს დიკემბე მუტომბოს მიუძღვნა.
ჯორდანს იმ მომენტისთვის 36 ქულა ჰქონდა დაგროვებული.