იტალიაში 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, „უეფამ“ (UEFA) ტურნირის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ყველაზე მეტი ფეხბურთელი იტალიას ჰყავს – ოთხი.
სიმბოლური ნაკრები შედგენილია გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად:
მეკარე – მანუელ ნოიერი (გერმანია, 2009);
მცველები – ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი, 2004, 2006, 2007), მატს ჰუმელსი (გერმანია, 2009), ალესანდრო ნესტა (იტალია, 1996), ჯორჯო კიელინი (იტალია, 2006, 2007);
ნახევარმცველები – ფრენკ ლემპარდი (ინგლისი, 2000), ანდრეა პირლო (იტალია, 2000, 2002), ჩავი (ესპანეთი, 2000), მესუთ იოზილი (გერმანია, 2009).
ფორვარდები – ფრანჩესკო ტოტი (იტალია, 1996), რაული (ესპანეთი, 1996).