21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ბათუმის შემდეგ ქუთაისში ჩაიტანეს #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება. ბათუმის შემდეგ ჩემპიონატის მთავარი ჯილდო 2 მაისს, „გვირილობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად, ქუთაისში ჩაიტანეს.
ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მიიტანა. შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს.
ქუთაისის შემდეგ თასს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაიტანენ, ბოლო გაჩერება კი თბილისში იქნება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.