21-წლამდელებმა ლატვია 21-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლატვიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
წლის პირველი მატჩი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა იყო. რამაზ სვანაძის გუნდს გამოაკლდა „საბურთალოს“ საყრდენი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი, გორის „დილას“ საყრდენი ნიკა გაგნიძე და „სამგურალის“ შემტევი ნიკა ხორხელი.
ბელეკის „ბელის დელუქსის“ კომპლექსში გამართულ შეხვედრაში ქართველი ახალგაზრდები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 21-ე წუთზე დაწინაურდნენ – ძალიან სწრაფი და ლამაზი სამსვლიანი შეტევა გიორგი გაგუამ განავითარა და მეკარესთან პირისპირ გიორგი გულიაშვილი დატოვა, რომელმაც ლატვიელთა კარი აიღო.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ახალაგზრდულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი 1:0 მოიგო.
საქართველო U21 – ლატვია U21
გოლი: 1:0 გიორგი გულიაშვილი (21. გიორგი გაგუას პასით)