დღეს, თურქეთში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე აზერბაიჯანი იქნება.
შეხვედრა ბელეკში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. გია ცეცაძის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ანტალიაში ჩაატარა. ავადმყოფობის გამო, ნაკრებს გიორგი კიკნაძე გამოაკლდა, ყველა დანარჩენი კი მწყობრშია.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: დავით კობოური, აკაკი შულაია (ორივე – დინამო თბ), გიორგი ახალაძე, რომან ჩაჩუა (ორივე – სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);
ნახევარმცველები: ნიკა ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე, გიორგი ხარებაშვილი (სამივე – თელავი), პაატა ღუდუშაური, ირაკლი კამლაძე (ორივე – ვიტ ჯორჯია), გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი).