Neymar Jr’s Five-ს საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი ბრაზილიაში გაემგზავრა და 20 და 21 ივლისს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას. Street Football Dancers-ასე ჰქვია გუნდს, რომელმაც 16 ივნისს საქართველოს საუკეკეთესო გუნდებს შორის იასპარეზა და ბრაზილიის საგზური მოიპოვა.
Neymar Jr’s Five-ს ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები 20 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყება და მის ნახვას შეძლებთ ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.
ამავე ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემპიონატის ფინალი.
Neymar Jr’s Five-ს გამარჯვებული გუნდი კი, ნეიმარის გუნდს დაუპირისპირდება. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა 60 ქვეყნიდან 125,000 ფეხბურთელმა მიიღო.
ნეიმარი – „მახარებს, რომ წელს უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი ფეხბურთელი ჩაერთო ამ ჩემპიონატში. ფაქტი, რომ ჩემპიონატის ფინალი იქ ტარდება, სადაც მე ბავშვობა გავატარე, ენერგიით მავსებს“.
Neymar Jr’s Five 5-5-ზე ფეხბურთია, მარტივი და განსხვავებული წესებით. გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და ყოველ გატანილ გოლზე მოწინააღმდეგე გუნდს ერთი მოთამაშე აკლდება. თამაში შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებს, გუნდში მხოლოდ ორი 25 წელს ზევით მოთამაშე დაიშვება. თითოეულ გუნდში მონაწილეობის მინიმალური რაოდენობაა 5, მაქსიმალური -7.
რეგისტრაცია მიმდინარეობდა ვებგვერდზე: www.neymarjrsfive.com/ka/GE
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ჩემპიონატი 2019 წელს ისევ ჩატარდება.