21-ე საუკუნეში „ბილბაოს“ საუკეთესო ბომბარდირმა კარიერა დაასრულა
21-ე საუკუნეში „ბილბაოს“ საუკეთესო ბომბარდირმა კარიერა დაასრულა

„ბილბაოს“ ფორვარდმა არიც ადურისმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„დრო მოვიდა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ფეხბურთი შენგან უფრო ადრე მიდის, ვიდრე შენ მისგან. ექიმები მირჩევდნენ დავთანხმებულიყავი ოპერაციას – ბარძაყში პროთეზი ჩამესვა და ჩვეულებრივი ცხოვრება დამეწყო. სამწუხაროდ, სხეულმა გაჩერება მიბრძანა. აღარ შემიძლია პარტნიორების დახმარება ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ეს არის პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრება.

სამწუხაროდ, დღეს მძიმე და მტკივნეული დროა. პანდემია აუნაზღაურებელ ზარალს გვაყენებს, ჩვენ მას ერთად უნდა ვებრძოლოთ. ამიტომაც არ მინდა, რომ თქვენ ჩემს გამო წუხდეთ. ეს, უბრალოდ, ანეკდოტია. მოდით, დავივიწყოთ ფინალები, რომლებზეც ვოცნებობდით, რადგან გამომშვიდობების დრო გვექნება. სწორედ ასე მთავრდება გზა – დაუვიწყარი და ჯადოსნური. მე ის თავიდან ბოლომდე გავიარე. მადლობა თქვენ მთელი გულით“, – დაწერა „ტვიტერში“ 39 წლის ადურისმა.

არიც ადურისი ​XXI საუკუნეში „ბილბაოს“ საუკეთესო ბომბარდირია. მან ბასკურ კლუბში ყველა ტურნირზე 407 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა. „ბილბაოს“ ყველა დროის ბომბარდირებს შორის ის მეექვსე ადგილზეა. რეკორდსმენი 335 გოლით ტელმო სარა გახლავთ .

„ბილბაოსთან“ ერთად, ადურისს 2015 წელს ესპანეთის სუპერთასი აქვს მოგებული.