საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრები ფრანგულ ტურნეში გაემგზავრა.
სასელექციო პროცესში მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები, შეკრებას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე, 6 დან 17 თებერვლამდე გაივლიან და საფრანგეთის 20 წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მატჩები 11 და 16 თებერვალს ჩატარდება.
ფრანგულ შეკრებაზე გუნდს 18 წლამდე მოთამაშეები დააკლდება, რომლებიც ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ნაკრებს ლეგიონერთა დიდი ნაწილიც დააკლდება. გუნდთან ერთად მოკლევადიანი შეკრება „მონ-დე-მარსის“ ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა გაიარა. საფრანგეთში მყოფ 31 კაციან შემადგენლობას კიდევ ერთი ლეგიონერი თედო აბჟანდაძე შეუერთდება.
შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
ილია მაისურაძის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში მასპინძელი საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის გუნდები იქნებიან.