2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში ჩატარდება #1TVSPORT

21:33, 11.09.2025

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარებული უეფა-ს აღმოსკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გაიმართება.

ამ სტადიონმა მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი ერთხელ უკვე მიიღო – 2019 წელს „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა.

დანარჩენი ფინალები:

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2026/27 – მადრიდი, „მეტროპოლიტანო“ (ესპანეთი)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2027 – ვარშავა, ეროვნული სტადიონი (პოლონეთი)

ევროპის სუპერთასი 2026 – ზალცბურგი (ავსტრია)

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2026 – პეზარო (იტალია)

2026 წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩს ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი