საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა შვიდი ქვეყნის სია, რომლებიც აპირებენ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლონ.
ესენი არიან: ავსტრია (გრაცი), კანადა (კალგარი), იაპონია (საპორო), შვედეთი (სტოკჰოლმი), შვეიცარია (სიონი), თურქეთი (ერზურუმი) და იტალია (კორტინა დ’ამპეცო/მილანი).
2026 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანას 2019 წლის სექტემბერში აირჩევენ.
აღვნიშნავთ, რომ იტალიას, შვეიცარიას, იაპონიასა და კანადას ორ-ორჯერ მიუღიათ ზამთრის თამაშები, ავსტრიას ერთხელ, შვედეთსა და თურქეთს – არც ერთხელ.