2025 წლიდან ATP-ის ტურნირებზე ხაზის მსაჯები აღარ იმუშავებენ #1TVSPORT
2025 წლიდან ATP-ის ტურნირებზე ხაზის მსაჯები აღარ იმუშავებენ #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) გამოაცხადა, რომ 2025 წლიდან ხაზის მსაჯებს სრულად ჩაანაცვლებს Electronic Line Calling Live-ის (ELC Live) ელექტრონული სისტემა.

ეს სისტემა რეალიზებული იქნება ATP-ის ყველა ტურნირზე. რაც შეეხება „დიდი სლემის“ ტურნურებს, მათი ორგანიზატორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ტექნოლოგიური დახმარების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ეს საეტაპო მომენტია ჩვენი სპორტისთვის და აქამდე მივედით დაწვრილებითი განხილვების შემდეგ. ტრადიციები ჩოგბურთის საფუძველში დევს და ხაზის მსაჯები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მრავალი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავნერგოთ ნოვაციები და ახალი ტექნოლოგიები“, – განაცხადა АТР-ის ხელმძღვანელმა, ანდრეა გაუდენციმ.