2024 წლის მარტში ჯოშუასა და ნგანუს საკრივო ორთაბრძოლა გაიმართება #1TVSPORT
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ 2024 წლის მარტში საკრივო ორთაბრძოლაში დაუპირისპირდება ბრიტანელ სუპერმძიმეწონოსანს ენტონი ჯოშუას, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ.
ორთაბრძოლა, რომელიც 10 რაუნდისგან იქნება შემდგარი, საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართება.
ბრძოლის ჩატარების ზუსტ თარიღს იანვარში პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს ჯოშუამ ნოკაუტით დაამარცხა ოტო ვალინი. ასევე შარშან, ნგანუს დებიუტი ჰქონდა პროფესიულ კრივში – კამერუნელმა ქულებით დათმო შეხვედრა ტაისონ ფიურისთან.