2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კლუბი „დინამო თბილისია“ #1TVSPORT
transfermarkt-მა ეროვნული ლიგის 2023 წლის შემაჯამებელი შეფასებები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ქართული კლუბი „დინამო თბილისია“.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეთა ჯამური შეფასება 7,35 მილიონი ევროა, ბათუმის „დინამოსი“ 6,40 მილიონი, სამეულს კი საბურთალო ხურავს – 4,68 მილიონი.
დინამო თბილისი – 7,35 მილიონი ევრო
ბათუმის დინამო – 6,40
საბურთალო – 4.68
ქუთაისის ტორპედო – 4.58
წყალტუბო სამგურალი – 4,13
გორის დილა – 3,58
თელავი – 3,43
გაგრა – 3,25
სამტრედია – 2.77
ქობულეთი შუქურა – 1.14
2023 წლის ბოლოს ეროვნული ლიგის კლუბების მთლიანი საბაზრო ღირებულება 41.28 მილიონი ევროა, ხოლო მოთამაშეთა საშუალო ფასი – 163 ათასი ევრო.
სულ ლიგაში 254 ფეხბურთელი იყო, რომელთა საშუალო ასაკი 25.8 წელია. სეზონში ეროვნულ ლიგაში 70 ლეგიონერმა ითამაშა, რაც საერთო რაოდენობის 27,56 პროცენტია.