მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა გამოაქვეყნა დაწვრილებითი ანგარიში კიბერსპორტის ინდუსტრიის შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლისთვის კიბერსპორტის აუდიტორია რაოდენობით გაასწრებს NBA-სა (კალათბურთი) და NFL-ს (ამერიკული ფეხბურთი). დღეისთვის, კიბერსპორტული აუდიტორია YouTube-სა და Twitch-ზე უკვე იმაზე მეტია, ვიდრე HBO-ს, Netflix-სა და ESPN-ის ერთად აღებული აუდიტორია.
კიბერსპორტის თავბრუდამხვევი წარმატება აიხსნება მისი მაღალი ხელმისაწვდომობით. “შენ არ გჭირდება ექვსი წლიდან საფეხბურთო სკოლაში სიარული, მწვრთნელისთვის ფულის გადახდა, დიდი ხანი ზრდა და იღბალის იმედად ყოფნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, კიბერსპორტში წარმატებისკენ მიმავალი გზა გაცილებით მოკლეა, ვიდრე ტრადიციულ სპორტულ სახეობებში. ციფრებით დაახლოებით ასეთი შეფარდებაა – ორი წელი ათის ნაცვლად”, – ამბობს ერთ-ერთი კიბერსპორტსმენი.
2022 წლისთვის, კიბერსპორტის ბაზრის მოცულობა 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.