2021 წლის ზამთრის უნივერსიადა კორონავირუსის ომიკრონ-შტამის გამო გაუქმდა #1TVSPORT
2021 წლის ზამთრის უნივერსიადა კორონავირუსის ომიკრონ-შტამის გამო გაუქმდა #1TVSPORT

ზამთრის უნივერსიადა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში 11-21 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმებულია. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

უნივერსიადის გაუქმების მიზეზი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის აქტიური გავრცელება.

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ვერ შევძლებთ მთელი მსოფლიოდან სპორტსმენების მიღებას, რომლებიც აქტიურად ემზადებოდნენ სტარტებისთვის“, – განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა გვიდო გრაფმა.

ზამთრის მომდევნო უნივერსიადა 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლეიკ-პლესიდშია დაგეგმილი.