2021 წლის საჩოგბურთო სეზონის სტარტს საფრთხე დაემუქრა
2021 წლის საჩოგბურთო სეზონის სტარტს საფრთხე დაემუქრა

ავსტრალიის მთავრობამ მთავარ საჩოგბურთო ორგანიზაციებს (ATP, WTA, ITF) გამოუცხადა, რომ არც ერთ პროფესიონალ ჩოგბურთელს არ მისცემს ქვეყანაში 2021 წლის პირველ იანვრამდე შესვლის უფლებას. ეს გამომდინარეობს იმ წესებიდან, რომელიც ავსტრალიაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიიღეს.

ასეთი ვარიანტის შემთხვევაში, ჩოგბურთელები ვერ მოასწრებენ ავსტრალიაში ორკვირიანი კარანტინის გავლას და საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყანაში მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობა შეიძლება გაიმართოს.

ასე რომ, 2021 წლის სეზონის დასაწყისი, შესაძლოა, გარკვეული ვადით გადაიდოს. დიდი ალბათობით, ამგვარი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ავსტრალიის ღია პირველობის სტარტს, რომელიც 18 იანვრისთვის იყო ჩანიშნული.

ავსტრალიის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანაში ჩოგბურთელთა დიდი რაოდენობით ჩასვლა კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღის გავრცელების მიზეზი გახდება. საინტერესოა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მელბურნში დაინფიცირების არც ერთი შეთხვევა არ დაფიქსირებულა.