2021 წლის კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრები სათადარიგო ფეხბურთელებით ითამაშებს
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გეგმავს, რომ 2021 წლის კოპა ამერიკაზე გუნდი სათადარიგო ფეხბურთელებით ათამაშოს, – იუწყება O Globo.
საქმე ისაა, რომ 2021 წელი ბრაზილიის ეროვნული გუნდისთვის განსაკუთრებით გადატვირთული იქნება. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანმა ნაკრებმა 18 ოფიციალური მატჩი უნდა გამართოს – ათი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და რვა მატჩი კოპა ამერიკაზე.
ბრაზილიელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ათ შეხვედრას გამართავენ, ხოლო კოპა ამერიკაზე – რვას.
ბრაზილიელთა თავკაცისთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატია და კოპა ამერიკის მატჩებზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელბს დაასვენებს, სათადარიგო მათამაშეებს კი თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.