2021 წელს „ოლ-სტარი“ აღარ გაიმართება
2021 წელს „ოლ-სტარი“ აღარ გაიმართება

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ და „ინდიანა პეისერსმა“ დღეს ოფიციალურად განაცხადეს, რომ 2021 წლის NBA All-Star, რომელიც ინდიანაპოლისში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. All Star  ყველაზე პოპულარული საკალათბურთო ღონისძიებაა ამერიკაში, რომელსაც ყოველ წელს უამრავი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება. ამერიკაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „პეისერსის“ და NBA-ს კომიტეტი იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

„დამწუხრებულები ვართ, რომ 2021 წელს ინდიანაპოლისში NBA All-Star აღარ გაიმართება. „პეისერსი“ ამ მატჩს და მთლიან ღონისძიებას 2024 წელს უმასპინძლებს“, – განაცხადა NBA-ის კომისიონერმა ადამ სილვერმა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ახალი სეზონი 22 დეკემბერს უჩვეულო ფორმატით განახლდება და რეგულარულ სეზონში გუნდები 82-ის ნაცვლად 72 მატჩს ჩაატარებენ.