ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია კლუბებს შორის მსოფლიოს განახლებული ჩემპიონატის ჩატარებას უკვე 2021 წელს აპირებს. ტურნირი ზაფხულში, 10-დან 28 ივნისამდე გაიმართება და დიდი ალბათობით მას ჩინეთი უმასპინძლებს. მონაწილეთა რაოდენობა იქნება 24.
გუნდები რვა სამგუნდიან ჯგუფებად დაიყოფიან და მათი არჩევა არ იქნება დამოკიდებული სპორტულ მიღწევებზე. სია ფიფას პირადი მიწვევებით დაკომპლექტდება. გადაწყდა, რომ პირველ გათამაშებაში მიიწვევენ ყველაზე ტიტულოვან გუნდებს. მაგრამ, მომავალში ფიფა აპირებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდები სპორტული მიღწევების პრინციპით აარჩიოს.
პირველ ტურნირზე წარმოადგენილი იქნება 12 გუნდი ევროპიდან, 3 – სამხრეთ ამერიკიდან, 2 – ჩრდილოეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან. კიდევ ერთ გუნდს გამოავლენენ პლეი ოფის მეშვეობით, რომელშიც ოკეანეთის საუკეთესო გუნდი და სამხრეთ ამერიკის მეოთხე გუნდი შეხვდებიან ერთმანეთს.
ცნობილია გუნდების სია ევროპიდან:
ესპანეთი – “რეალი”, “ბარსელონა”
ინგლისი – “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
იტალია – “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”
გერმანია – “ბაიერნი”
საფრანგეთი – “პარი სენ-ჟერმენი”
ჰოლანდია – “აიაქსი”.
კიდევ ორ კლუბს აირჩევენ ამ სიიდან: “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “ატლეტიკო”, “პორტუ”, “ბენფიკა”, “დორტმუნდი”.