ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ ავსტრალიის გრანპრის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილება უკავშირდება შეზღუდვებსა და ლოჯისტიკურ სირთულეებს კორონავირუსის პანდემიის გამო.
„ამ სეზონში ავსტრალიის გრანპრის გაუქმების მიუხედავად, დარწმუნებული ვართ, შევძლებთ 2021 წელს 23 რბოლის ჩატარებას. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და გადაწყვეტილებას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღებთ“, – წერია ფორმულა 1-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
ავსტრალიის გრანპრი 21 ნოემბერს მელბურნში უნდა გამართულიყო.