2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში ქალების რიცხვი 42 პროცენტამდე გაიზრდება
2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში ქალების რიცხვი 42 პროცენტამდე გაიზრდება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 42 პროცენტამდე გაზრდის თავის რიგებში ქალი თანამშრომლების რაოდენობას. ორგანიზაციამ ამგვარი გადაწყვეტილება ცნობილი სექსისტური განცხადების შემდეგ მიიღო. ეს ინფორმაცია კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშირო მუტომ გაავრცელა.

ელოდებიან, რომ საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში კიდევ 12 ქალი მოხვდება.

თებერვალში „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი ქალი გახდა – ყოფილი მინისტრი სეიკო ჰაშიმოტო. მანამდე, ეს პოსტი დატოვა ესირო მორიმ, რომელიც სექსისტური სკანდალის ცენტრში მოექცა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სხვადასხვა სპორტულ კომიტეტსა და ფედერაციაში თანამშრომელი ქალების რაოდენობის ზრდამ სხდომების ხანგრძლივობის გაზრდა გამოიწვია, რადგან ქალები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და თითოეულს სურს საკუთარი აზრის დაფიქსირება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.