2020 წლის ოლიმპიადაზე კაცების კრივში მედლების რაოდენობა შემცირდება, ქალებში - გაიზრდება
2020 წლის ოლიმპიადაზე კაცების კრივში მედლების რაოდენობა შემცირდება, ქალებში - გაიზრდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა კრისტიან კლაუემ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ოლიმპიურ კრივში მოხდა. 2020 წელს, ტოკიოს თამაშებზე გაიზრდება წონითი კატეგორიები ქალთა ტურნირზე და შემცირდება მამაკაცთა ტურნირზე.

ქალთა კრივში ნაცვლად სამისა, გათამაშდება მედლების ხუთი კომპლექტი:

უმჩატესი წონა (48-51 კგ)

ნახევრადმჩატე წონა (54-57 კგ)

მჩატე წონა (57-60 კგ)

ნახევრადსაშუალო წონა (64-69 კგ)

საშუალო წონა (69-75 კგ)

მამაკაცთა კრივში გათამაშდება მედლების რვა კომპლექტი. წინა ოლიმპიადებზე 10 ჩემპიონი ვლინდებოდა:

უმჩატესი წონა (48-52 კგ)

ნახევრადმჩატე წონა (52-57 კგ)

მჩატე წონა (57-63 კგ)

ნახევრადსაშუალო წონა (63-69 კგ)

საშუალო წონა (69-75 კგ)

ნახევრადმძიმე წონა (75-81 კგ)

მძიმე წონა (81-91 კგ)

სუპერმძიმე წონა (+91 კგ)

დატოვე კომენტარი