2020 წლის ოლიმპიადა 24 ივლისს გაიხსნება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება
ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის განრიგი დამტკიცდა.
თამაშებზე სპორტის 33 სახეობაში 339 სტარტი ჩატარდება. ოლიმპიადა 22 ივლისს დაიწყება, გახსნის ცერემონია 24 ივლისს გაიმართება, დახურვის ცერემონია – 9 აგვიტოს.
საფეხბურთო მატჩების განრიგს ფიფა ოქტომბერში დაამტკიცებს. ასევე გაუგებრობაა ცურვის განრიგთან დაკავშირებით. ოლიმპიადის ტრანსლაციის უფლებების მფლობელი ტელეარხი NBC საღამოს ფინალებს ითხოვს.