სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლი) 2020 წლის კოპა ამერიკას ჩატარების ადგილი გამოაცხადა.
ტურნირს ორი ქვეყანა – არგენტინა და კოლუმბია უმასპინძლებს, რომლებიც კონტინენტის სხვადასხვა ბოლოში მდებარეობენ.
გათამაშების ფორმულა შედეგნაირი იქნება: ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი. მასპინძლები სხვადასხვა ჯგუფებში იქნებიან განთავსებულები. ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში გავა.
იყო შეთავაზება ავსტრალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურნირის მასპინძლობაზე, მაგრამ კონმებოლმა მსგავს წინადადებებზე უარი თქვა.