გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ დაადასტურა, რომ ვალტერი ბოტასი 2020 წელს დარჩება გუნდში და იქნება ლუის ჰემილტონის თანაგუნდელი.
ეს იქნება ფინელი მეოთხე სეზონი გერმანულ გუნდში.
„მოხარული და ამაყი ვარ ამ გუნდში ყოფნით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა. ჩემი ოცნებაა ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე, სწორედ „მერსედესი“ მაძლევს ამის მიღწევის საუკეთესო შანსს“, – მოჰყავს ბოტასის სიტყვები გუნდის პრესსამსახურს.
ბოტასმა კარიერა ფორმულა 1-ში 2013 წელს, „უილიამსის“ რიგებში დაიწყო. მას მოგებული აქვს ხუთი გრანპრი: სამი 2017 წელს, ორი – ამ სეზონში.