2020 წელს, კრიშტიანო რონალდოს ხუთი უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი აქვს
ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერ კრიშტიანო რონალდოს 2020 წელს აქვს შესაძლებლობა, რამდენიმე რეკორდი დაამყაროს. აღვნიშნავთ, რომ წლევანდელი სეზონი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე ცუდია 34 წლის პორტუგალიელისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში.
კრიშტიანო რონალდოს TOP5 სავარაუდო რეკორდი 2020 წელს:
- ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეროვნული ნაკრებებისთვის.
დღეისთვის რონალდოს 99 გოლი აქვს პორტუგალიის ნაკრებში. ის ამ მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ ირანელ ალი დაეის, რომელსაც ეროვნულ გუნდში 109 გოლი დაუგროვდა.
- ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.
დღეისთვის რონალდო ფრანგ მიშელ პლატინისთან ერთად იყოფს პირველ ადგილს ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით. მათ ცხრა-ცხრა გოლი აქვთ აქტივში.
- ჩემპიონთა ლიგის სეზონების სერია, რომლის დროსაც ის ყოველ გათამაშებაში მინიმუმ ერთ გოლს იტანდა.
რონალდოს ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი უკავია – ის ზედიზედ 15 სეზონია იტანს მინიმუმ ერთ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე. რეკორდსმენია რაიან გიგზი – 16 სეზონი.
- ყველაზე დიდი რაოდენობით ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე
რონალდო და მესი ლიდერობენ ამ მაჩვენებლით. ორივეს რვა-რვა ჰეთ-თრიკი აქვს.
- პირველი ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი იყო პრემიერლიგაში, პრიმერასა და სერია A-ში.
რონალდო ადრე ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ესპანეთში – “რეალის” შემადგენლობაში. დღეისთვის, მას 10 გოლი აქვს გატანილი 2019-20 წლების სერია A-ში და ჩამორჩება ჩირო იმობილეს (17), რომელუ ლუკაკუს (12) და ჟოაო პედროს (11).