ესპანეთის მთავრობა ფიქრობს იმაზე, რომ აკრძალოს ქვეყანაში ყველა მასობრივი ღონისძიება 2020 წელს, – დაწერა გაზეთმა AS-მა.
როგორც ირკვევა, ქვეყნის მთავრობის ამგვარ სავარაუდო გადაწყვეტილებაზე პრიმერას ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ ამგვარი ვარიანტი განხილვის სტადიაშია. ასე რომ, ესპანეთში, შესაძლოა საფეხბურთო სეზონი არ დასრულდეს.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ლა ლიგას ხელმძღვანელობა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სეზონის დასრულებაზე შეთანხმდნენ.