2019 წლის „ყველა ვარსკვლავის უქმეები“ აშშ-ის ნაკრების მოგებით გაიხსნა [ვიდეო]
ტრადიციულად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის უქმეები“ ახალგაზრდა კალათბურთელების მატჩით დაიწყო. შარლოტში გაიმართა ამომავალი ვარსკვლავების მატჩი, რომელშიც აშშ-ის ნაკრებმა დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები 17 ქულის სხვაობით ანგარიშით – 161:144 დაამარცხა.
მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) „ლეიკერსის“ ფორვარდი კაილ კუზმა გახდა, რომელმაც 22 წუთში 35 ქულა, ექვსი მოხსნა და ორი შედეგიანი პასი დააგროვა.
აშშ-მსოფლიო 161:144 (40:30, 43:41, 40:46, 38:27)
აშშ: კუზმა (35+6 მოხსნა), ტეიტუმი (30+9 მოხსნა), მიტჩელი (20+7 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), კოლინსი (12), ფოქსი (2+15 პასი+5 ჩაჭრა) – სასტარტო. იანგი (25+10 პასი), ბეგლი (14+5 მოხსნა), ნოქსი (11), ჯექსონი (10+6 მოხსნა), ალენი (2+5 მოხსნა).
მსოფლიო: სიმონსი (28+5 მოხსნა+6 პასი), მარკანენი (21+6 მოხსნა), ეიტონი (15+8 მოხსნა+5 პასი), ბოგდანოვიჩი (15+5 მოხსნა+6 პასი), დონჩიჩი (13+9 პასი+5 მოხსნა) – სასტარტო. გილჯეს-ალექსანდერი (15+6 პასი), ოკოგი (13), ანუნობი (12), კურუჩი (10+5 პასი), ოსმანი (2).