ცნობილი გახდა იმ მუსიკოსების სრული სია, რომლებიც 2019 წლის სუპერბოულზე გამოვლენ.
როგორც გამოცემა „ვერაიეტი“ აღნიშნავს, გრანდიოზული მოვლენის მთავარი შემსრულებელი იქნება პოპ-როკ-ჯგუფი „მარუნ 5“, რომელსაც შეუერთდებიან რეპერი ტრევის სკოტი და დუეტ „აუტკასტის“ მონაწილე „ბიგ ბოი“.
უფრო ადრე, სუპერბოულზე გამოსვლისგან თავსი შეიკავეს რიანამ და კარდი ბიმ. მომღერლებს არ მოეწონათ ის მომენტი, რომ ამერიკული „ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ“ (NFL) აკრძალა ფეხბურთელ კოლინ კაპერნიკის ჟესტი, რომლითაც მან გააპროტესტა აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე.
ამერიკული ფეხბურთის სეზონის მთავარი მატჩი, სუპერბოული, ქალაქ ატლანტაში 3 თებერვალს გაიმართება.