2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი ფერნანდო სანტუში გახდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოავლინა 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი ეროვნული ნაკრებების დამრიგებლებს შორის. კარიერაში მეორედ ეს ჯილდო მოიპოვა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა. გამოკითხვაში მონაწილე 90 ქვეყნის ექსპერტებისგან და ჟურნალისტებისგან მან 112 ქულა მიიღო და 10 ქულით გაუსწრო ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტიტეს.
2019 წელს, პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო, ბრაზილიამ – კოპა ამერიკა.
ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ფერნანდო სანტუში (პორტუგალია) – 112 ქულა
2. ტიტე (ბრაზილია) – 102
3. რობერტო მარტინესი (ბელგია) – 97
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 87
5. ჯამელ ბელმადი (ალჟირი) – 61
6. გარეტ საუტგეიტი (ინგლისი) – 45
7. რობერტო მანჩინი (იტალია) – 42
8. ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) – 41
9. რიკარდო გარეკა (პერუ) – 22
10. ნიკოლა დუპუი (მაჟაგასკარი) – 11
10. ფელიქს სანჩეს ბასი (კატარი) – 11