ცნობილმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა გასული საჩოგბურთო სეზონის ლიდერები გამომუშავებული ჰონორარების მიხედვით.
მამაკაცებს შორის ყველაზე მეტი თანხა მიიღო რეიტინის ლიდერმა რაფაელ ნადალმა. ესპანელის მიერ კორტზე გამომუშავებულმა შემოსავალმა 16 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ქალებშიც ლიდერი გახლავთ კლასიფიკაციის პირველი ნომერი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი.
ჰონორარების მიხედვით ლიდერთა ტოპ-ხუთეულები ასე გამოიყურება:
კაცები
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) -16 349 586
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 13 372 355
- როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 8 716 975
- დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 8 000 223
- დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 7 902 912
ქალები
- ეშლი ბარტი (ავსტრალია) – 11 307 587
- სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 6 962 442
- ნაომი ოსაკა (იაპონია) – 6 788 282
- ბიანკა ანდრეესკუ (კანადა) – 6 504 150
- ელინა სვიტოლინა (უკრაინა) – 6 126 335