2019 წელს სერხიო რამოსმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტს „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში დახმარება სთხოვა #1TVSPORT
2019 წელს სერხიო რამოსმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტს „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში დახმარება სთხოვა #1TVSPORT

გამოცემა El Confidencial-მა საინტერესო და ცოტათი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, კერძოდ გამოქვეყნდა „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის სერხიო რამოსისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც 2019 წლის თარიღდება. მაშინ რამოსი „რეალში“ თამაშობდა.

„რუბი, საღამო მშვიდობისა. იმედია. შენ და შენს ოჯახს ყველაფერი წესრიგში გაქვთ. იცი, რომ შენთვის არასოდეს არაფერი მითხოვია, მაგრამ დღეს ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს წელი განსაკუთრებული იყო ჩემი თამაშის მხრივ. მინდა, რომ გამოიყენო შენი კავშირები უეფა-ში და დამეხმარო „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში.

შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. საქმე მხოლოდ ჩემს სურვილში არ არის, არამედ იმაშიც, რომ ესპანური ფეხბურთი ამას იმსახურებს“, – ამბობდა რამოსი.

2019 წელს „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო.