ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2019-20 წლების სეზონი ერთი კვირით ადრე დაიწყება, ვიდრე წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატი. ცნობილია, რომ გაისად სეზონი 22 ოქტომბერს გაიხსნება, – ირწმუნება „რინგერი“ (The Ringer).
შესაბამისად, ერთი კვირით გადაიწევს 2020 წელს პლეი ოფის სტარტი.
ცვლილება უკავშირდება მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩინეთში გაიმართება 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.