ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა 2019 წლის სეზონის წინასწარი კალენდარი გამოაქვეყნეს. მასში მინიმალური ცვლილებებია წლევანდელ სეზონთან შედარებით. ჩემპიონატი 17 მარტს, ავსტრალიაში დაიწყება და 1 დეკემბერს აბუ დაბიში დასრულდება. კალენდარში კვლავაც 21 ეტაპი იქნება.
2019 წლის კალენდარი:
17 მარტი – ავსტრალიის გრანპრი
31 მარტი – ბაჰრეინის გრანპრი
14 აპრილი – ჩინეთის გრანპრი
28 აპრილი – აზერბაიჯანის გრანპრი
12 მაისი – ესპანეთის გრანპრი
26 მაისი – მონაკოს გრანპრი
9 ივნისი – კანადის გრანპრი
23 ივნისი – საფრანგეთის გრანპრი
30 ივნისი – ავსტრიის გრანპრი
14 ივლისი – ბრიტანეთის გრანპრი
28 ივლისი – გერმანიის გრანპრი
4 აგვისტო – უნგრეთის გრანპრი
1 სექტემბერი – ბელგიის გრანპრი
8 სექტემბერი – იტალიის გრანპრი
22 სექტემბერი – სინგაპურის გრანპრი
29 სექტემბერი – რუსეთის გრანპრი
13 ოქტომბერი – იაპონიის გრანპრი
27 ოქტომბერი – მექსიკის გრანპრი
3 ნოემბერი – აშშ-ის გრანპრი
17 ნოემბერი – ბრაზილიის გრანპრი
1 დეკემბერი – აბუ დაბის გრანპრი